„ქუთაისის პარლამენტის შენობის არქიტექტორი მართალია ნერვებს გვიშლის, მაგრამ როცა დასრულდება მშენებლობა ის ყველაზე მაგარი შენობა იქნება", - ამის შესახებ პარლამენტში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა განაცხადა.
როგორც მინისტრმა რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის სხდმაზე აღნიშნა, მან ბრიუსელშიც და სტრასბურგშიც ევრპარლამენტის შენონები მიინახულა, თუმცა ქუთაისში მშენებარე პარლამეტი „უფრო მაგარი პროექტია".
„ჩვენ უკვე დავამთავრეთ მთავრობის სახლის მშენებლობა, რომლის მსგავსი, კომფორტის თვალსაზრისით, საქართველოში არც ერთი შენობა არ არის", - განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტი თბილისიდან ქუთაისში გადადის. ახლი პარლამენტის შენობის არქიტექტორია ესპანელი დომინგო კაბო.