რუსთაველის თეატრში გიორგი შალუტაშვილის სპექტაკლის "ცერკოვნი ბუნტ..." პრემიერა გაიმართა. სპექტაკლში ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დასის მსახიობებმა 1819 წლის ისტორია გაითამაშეს, რომელიც იაშვილების აჯანყების სახელით არის ცნობილი.
"ეს არის საქართველოს ისტორიის ამოხეული ფურცელი. ეს საქართველოს ისტორიაში ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც ეკლესიამ ომი გამოაცხადა. ერთობა სიწმინდეების გადასარჩენად", - განაცხადა დამდგმელმა რეჟისორმა გიორგი შალუტაშვილმა.
სპექტაკლში საეკლესიო რეფორმა, სისხლიანი აჯანყება, რუსეთის სისასტიკე ქართველი მიტროპოლიტების მიმართ და მე-19 საუკუნის ტრაგიკულად განვითარებული სიყვარულის ისტორიაა გადმოცემული.