ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი მე-19 რაუნდი 2012 წლის 28-29 მარტს გაიმართება. განცხადება ამის შესახებ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე რუსული დელეციის ხელმძღვანელმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა გააკეთა.
"ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მე-18 რაუნდი გაიმართა, სადაც შევთანხმდით, რომ მორიგი მე-19 რაუნდი 2012 წლის 28-29 მარტს გაიმართება", _ განაცხადა კარასინმა.
აღსანიშნავია, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მე-18 რაუნდი უშედეგოდ დასრულდა.
ჟენევაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის სერგი კაპანაძის ინფორმაციით, ქართული მხარე შეხვედრაზე ორ საკითხს აყენებდა. პირველი საკითხი რუსეთის ფედერაციასთან ძალია გამოუყენებლობის ხელშეკრულების გაფორმება იყო.
"ქართულმა მხარემ თავის თავზე უკვე აიღო ეს ვალდებულება, რუსული მხრიდან კი ამას საპასუხო ნაბიჯი არ მოჰყოლია. მეორე საკითხი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო დამკვირვებლების დაშვება იყო.
რუსული დელეგაციის ხელმძღვანელის გრიგორი კარასინის თქმით, დისკუსია ჟენევაში ჩვეულებისამებრ მწვავედ მიმდინარეობდა.
"თუ საქართველოს იმის მიღწევა უნდა, რომ მაქსიმალურად ეჭვის ქვეშ დააყენოს ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობა და თავისი საკუთარი აზრის ირგვლივ საერთაშორისო თანამეგობრობა შემოიკრიბოს, თავის მხრივ ორი ახალგაზრდა სახელმწიფო ცდილობს თავისთვის და საკუთარი ხალხებისათვის სტაბილურობისა და უსაფრთხოების პირობები შექმნას, იმისათვის რათა მათ შეეძლოთ ეკონომიკის განვითარება და სოციალური პრობელემების გადაწყვეტა. სწორედ ამ შეურიგებელი პოზიციების ფონზე მიმდინარეობს დისკუსიები", _ აცხადებს კარასინი.
ამასთან ერთად, რუსეთმა მოლაპარაკებებზე კვლავ წარადგინა თავის მიერ შემუშავებული ვარიანტი ძალის გამოუყენებლობის ხელშეკრულებისა, რომელსაც აფხაზმა და ოსმა სეპარატისტებმა დაუჭირეს მხარი. "აქ პოზიციები გაიყო", _ აცხადებს კარასინი და აღნიშნავს, - არც საქართველომ, არც აშშ-მ და არც მოლპარაკებათა თანათავმჯდომარეებმა ამ პროექტს მხარი არ დაუჭირეს.
"მიუხევადად ამისა საუბარი ამ თემაზე გაგრძელდება", _ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.