ქრისტიან-დემოკრატები 2012 წლიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ყველა ბავშვის სადაზღვევო პოლისით უზრუნველყოფას მოითხოვენ
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ქრისტიან-დემოკრატების წევრმა მაგდა ანიკაშვილმა აღნიშნა, საუბარია დაახლოებით 3 ათას ინვალიდ ბავშვზე რომლებიც საქართველოს რეიგონებში ცხოვრობენ და მათ დაზღვევას მოქალაქეთა ჯანმრთების დაზღვევის პროგრამა არ ითავლისწინებს.
"მივესალმებით მთავრობის გადაწყვეტილებას მომავალი წლიდან დააზღვიოს პენსიონერები, მცირეწლოვანი ბავშვები, პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, თუმცა მიგვაჩნია რომ ამ ჩამონათვალში აუცილებლად უნდა მოხვდნენ ინვალიდი ბავშვები 5-დან 18 წლამდე, რადგან მათ ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის კუთხით ურთულესი მდგომარეობა აქვთ", - განაცხადა ანიკაშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნული პირების დაზღვევისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მხოლოდ 180 ათასი ლარის გამოყოფაზეა საუბარი, რაც დიდ თანხას არ წარმოადგენს.
"აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციებს გავაგრძელბთ როგორც პარლამენტში ასევე მთავრობის წარმომადგენლებთანაც და ჩვენ მოვითხოვთ რომ სადაზღვეო პაკეტში გათვლისწინებული იყოს როგორც საჭირო მედიკამენტების ანაზღაურება, ასევე სახლში მომსახურების სამსახურიც", - განაცხადა ანიკაშვილმა.