ინგუშეთის მალგობეკის რაიონში, სამარტალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა, მაგისტრალურ გაზსადენ "მოზდოკი-თბილისის" ქვეშ ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს.
მათივე ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა სოფელ "სრედნიე აჩალუკისთან" აღმოჩნდა, რომელზეც ეს გაზსადენი გადის. რუსული მედიის ინფორმაციით, ამჟამად შემთხვევის ადგილზე განმნაღმველები გაემგზავრნენ. ადგილის დათვალირების შემდეგ იქ გამნაღმვითი სამუშაოები ჩატარდება.