პარლამენტში ფინანსთა მინისტრს დიმიტრი გვინდაძეს უსმენენ. გვინდაძე ანტიკრიზირული საბჭოს წევრებს ქვეყანაში არესბულ მაკროეკონომიკურ პარამეტრებს გააცნობს, ასევე დეპუტატებს 2011 წელში განხორციელებულ რეფორმებსა და მომავალი წლისთვის განსახორციელებელი გეგმების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.
როგორც საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალსიტებთან საუბრისას გვინდაძემ აღნიშნა, იგი ისაუბრებს ანტიკრიზისული საბჭოს წევრებთან ქვეყანაში საჯარო ფინანსების სიმყარის მდგრადობაზე, ასევე სამომავლოდ დაგეგმილ იმ რეფორმებზე, რომელიც ორიენტირებული იქნება ბიზნესის განვითარებასა და სახაზინო სამსაუხრის რეფრომაზე.
თავის მხრივ, ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარის დეპუტატ გია თორთლაძის თქმით, იგი დაინტერესდება აპირებს თუ არა სახელმწიფო მოიზიდოს დაბალპროცენტიანი სესხი, რათა ხელი შეუწყოს საშაულო და მცირე ბიზნესის განვითარებას.