ამერიკულმა ჟურნალმა Time-მა „წლის ადამიანი" დაასახელა. გამოცემამ გადაწყვიტა, რომ წლის ადამიანი უნდა გახდეს ზოგადად პროტესტანტი ადამიანი, დემონსტრატი. რადგან წელს სწორედ მან - ხელისუფლებით უკმაყოფილო ადამიანმა მსოფლიოს განვითარებაზე უდიდესი გავლენა მოახდინა.
ამასთან დაკავშირებით, გამოცემა განსაკუთრებულ ხაზს უსვამს მუჰამედ ბუაზიზის როლს . იგი მანამდე ყველასთვის უცნობი ტუნისელი ბოსტნეულის გამყიდევლი იყო. სწორედ ტუნისი გახდა პირველი არაბული ქვეყანა, რომელიც დიქტატორისგან გათავისუფლდა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ შემდეგში ასეთივე უცნობმა ადამიანებმა მიაღწიეს დიქტატორის დამხობას ეგვიპტეში, ლიბიასა და იემენში. დიქტატორების წინააღმდეგ განაგრძობენ ბრძოლას სირიაში, ბაჰრეინსა და სხვა ქვეყნებში.
ფაქტობრივად, მთელი 2011 წლის განმავლობაში „უსახელო" დემონსტრანტებს მუდმივი ზეწოლის ქვეშ ჰყავდათ ესპანეთის, იტალიის, საბერნეთისა და სხვა ქვეყნების მთავრობები, რომლებიც სახელმწიფო ხარჯებს ამცირებდნენ.
დემონსტრანტებმა წინასაარჩევნო წელს დიდი გავლენა მოახდინეს ამერიკის პოლიტიკაზეც, როდესაც „დაიკავე უოლ-სტრიტის" მოძრაობა ჩამოაყალიბეს. ყველა ეს ადამიანი მოითხოვდა ხარჯების სამართლიან განაწილებას და არსებული სისტემის რეფორმებს.
გამოცემამ „წლის ადამიანად" მოიხსენია რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც დეკემბერში არ შეუშინდნენ 21-ე საუკუნეში უდიდესი პროტესტი გამოეთქვათ ფსევდოდემოკრატიული რეჟიმის წინააღმდეგ.
მანამდე, როგორც ცნობილი იყო, წლის ადამიანის კანდიდატურასთან დაკავშირებით ონლაინ-ხმის მისცემის შედეგებით თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა გაიმარჯვა, თუმცა რედაქციამ აღნიშნა, რომ „წლის ადამიანის" საბოლოო არჩევანს თავისთვის დაიტოვებს.