რუსეთს - რუსეთ-ევროკავშირის სამიტის ჩატარებამდე ერთი დღით ადრე ევროპარლამენტმა რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო.
ვროპარლამენტი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას დაუშვან ევროკავშირის მონიტორები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.
ახალი რეზოლუციის 24-ე პუნქტში ხაზგასმით წერია, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს 6-პუნქტიანი გეგმა, რომელიც საქართველოს ტერიტორიებიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანას გულისხმობს და აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიაზე ევრომონიტორების დაშვებას ითვალისწინებს.
ამავე რეზოლუციაში ევროპარლამენტი რუსეთის ფედერაციას არჩევნების ხელახალი ჩატარებისკენ მოუწოდებს. ევროპის პარლამენტში აცხადებენ, რომ რუსეთის ფედერაციაში არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და ადგილი ჰქონდა სერიოზულ დარღვევებს, როგორიც არის საარჩევნო უბნებზე ე.წ. კარუსელები, ოპოზიციის აქტივისტების მასობრივი დაკავება და საარჩევნო ყუთებში ყალბი ბიულეტენების ჩაყრა. ევროპარლამენტი რუსეთს ასევე საარჩევნო კანონმდებლობის ევროსტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანისკენ მოუწოდებს.