დიზაინერ ლიკა ყაზბეგის "წარმატებული ქალები პოდიუმზე" 15 დეკემბერს, 19:00 საათზე, გაიმართება. ღონისძიება ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ტარდება. ჩვენებაში მონაწილეობას 20-მდე ქალი მიიღებს, მათ შორის: ნანა ლორთქიფანიძე, ნუკა კაციტაძე, ხათუნა გაგნიძე, ნინო თოლორდავა, ელენე კაჭარავა, სალომე გოგიაშვილი, ნანა კიკნაძე, ქეთი ნიჟარაძე, მაკა მიქელაძე, ნუკა ედიბერიძე, მარიკა ჩანგიანი და ა.შ..
წელს პირველად, ჩვენების პარალელურად, გაიმართება პროექტში მონაწილე ქალების ფოტოგამოფენა.
ღონისძიებას საპატიო სტუმრებს შორის ჰოლივუდის ცნობილი პროდიუსერი ივან რომანოვსკი დაესწრება, რომელიც საქართველოში 4 დღით ჩამოდის.
ჩვენების მონაწილეების ჩაცმულობაზე დიზაინერებმა სალომე ამანათაშვილმა და ნინო გოგიბერიძემ იზრუნეს. წარმატებული ქალბატონები პოდიუმზე თაკო რუხაძის აქსესუარებს და მაღაზია "მოდარტის" ბეწვეულს წარმოადგენენ. სპეციალურად პროექტისთვის დიზაინერმა ნინო გოგიბერიძემ ტრადიციული ქართული სამოსი - ყაბალახები შექმნა, რომელთაც მონაწილეები ჩვენებაზე მოირგებენ.
პროექტი "წარმატებული ქალი პოდიუმზე" პირველად 2008 წელს განხორციელდა. ჩვენება ტრადიციულად ზამთრის სეზონზე იმართება და ის სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ წარმატებულ ქალებს აერთიანებს.