ხვალ, 15 დეკემბერს, 11:00 საათზე, პარლამენტში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, რამაზ ნიკოლაიშვილს მოუსმენენ.
მინისტრი რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს უწყების მიერ 2011 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.