ანსამბლი "სახიობა" ბრიტანეთის საგასტროლო ტურნედან დაბრუნდა. ქართული საგალობლები, ფოლკლორი და ქალაქური სიმღერები ანსამბლმა ინგლისელ მსმენელს წარუდგინა.
კონცერტების პარარელურად ნაციონალური სამოსისა და ღვინის პოპულარიზაცია მიმდინარეობდა. ქართული ანსამბლით "BBC"-ი დაინტერესდა, მათზე ნახევარსაათიანი რეპორტაჟი მომზადდა, რომელიც "BBC"-ის ეთერში იანვარში გავა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენისთვის" გახდა ცნობილი, ანსამბლი ახლო მომავალში აშშ.ში ტურნეებს გეგმავს.
"სახიობა" 2006 წლის 17 იანვარს ჩამოყალიბდა. მისი ხელმძღვანელია ქ. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კოსერვატორიის, ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების კათედრის პედაგოგი, მამადავითის ტაძრის რეგენტი მალხაზ ერქვანიძე.