ევროპარლამენტი რუსეთის ფედერაციისაგან ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. ამის შესახებ ნათქვამია სტრასბურგში ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში რუსეთში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით. განცხადება ამასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის პრესსამსახურის უფროსმა იშტვან პერგერმა რუსულ მედიასთან საუბარში გააკეთა.
"კენჭისყრა ორ შესატან ცვლილებასთან დაკავშირებით გაიმართა: ახალი არჩევნების ჩატარება და 4 დეკემბერს ჩატარებული არჩევნების შედეგების გაუქმება. გავიდა პირველი ცვლილება", _ განაცხადა პერგერმა და აღნიშნა, რომ ეს ფორმულირება უფრო ხისტია ვიდრე ის, რომელსაც რეზოლუციის პროექტი გულისხმობდა.