რუსეთის ხელისუფლება ვლადიმერ პუტინის რეიტიგის დაცემის ფონზე ახალი ფსევდო ცივი ომის წამოწყებას ცდილობს
ეს განცხადება საქართველოს ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივან ნიკოლაი პატრუშევის განცხადების კომენტირებისას გააკეთა.
მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლებამ ჩვევად დაიმკვიდრა სულელური განცხადებების გაკეთება.
"საქართველოში დაფარული არაფერია. აქ მოქმედებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ასევე სხვადასხვა მისიები და საელჩოები. აქ არ მზადდება არანაირი ტერორისტული აქტები. როგორც ჩანს რუსეთს მსგავსი განცხადებები სჭირდება თავიანთ ქვეყანაში არსებული პრობლემების დასაფარად ან გადასაფარად და დაძაბულობის შესაქმნელად საქართველოსთან, რომელიც დასავლურ სამყაროსთან უფრო და უფრო მკვიდრდება" - განაცხადა ბარამიძემ და აღნიშნა, რომ რუსეთი ცდილობს დაუპირისპირდეს საქართველოს, რომ მიმდინარეობს ბრძოლა დასავლეთსა და რუსეთს შორის
შეგახსენბთ, რომ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადების თანახმად, საქართველოში ამზადებენ პირებს რუსეთში ტერორისტულ აქტების განსახორციელებლად.
"სააკაშვილი ახორციელებს პოლიტიკას, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესებისგან შორს დგას... საქართველოს ტერიტორიაზე ამზადებენ პირებს რუსეთში ტერაქტების განსახორციელებლად", - აღნიშნა პატრუშევმა.