"ქართული დასის" ლიდერს, ჯონდი ბაღათურიას, პატიმრებს შორის ხელისუფლების "პოპულარობა" უკვირს.
მისი თქმით, ხელისუფლება წინა არჩევნებზე პატიმრების ოჯახებს აშანტაჟებდა და ხელმოწერებს აგროვებინებდა, ახლა კი ამის გაკეთება არც პატიმრებთან გაუჭირდებათ და, როგორც სხვა სპეცუბნებიდან, საპატიმრობიდანაც ხმების 100 %-ს გამოიტანენ.
"მიკვირს, ასეთი პოლულარულები როგორ ხართ პატიმრებში, როდესაც წინა არჩევნების დროსაც კი წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფებმა ხმა თქვენ მოგცეს", - მიმართა ბაღათურიამ მმართველი პარტიის წევრებს.
მისი თქმით, ხელისუფლება სწორედ ასეთი სპეცუბნებით აყალბებს არჩევნებს.