საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს პარლამენტი პირველი მოსმენით მომავალ კვირას, რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს. ამის შესახებ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, 19 დეკემბერს კომიტეტის სხდომაზე სარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების განხილვა კიდევ ერთხელ მოხდება, რის შემდეგაც მას იმავე კვირას პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე გაიტანენ.
"თავისუფალი დემოკრატების" წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა აღნიშნა, რომ მისი პოლიტიკური გუნდი მზადაა, ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი ალტერნატიული წინადადებები წარადგინონ.