პოეტი გივი ალხაზიშვილი მეუღლის ხსოვნას ეპისტოლეების ციკლს უძღვნის. ამასთან დაკავშირებით "ჯი-ეიჩ-ენს" პოეტმა განუცხადა.
"მაისიდან მოყოლებული, დღევანდელ დღემდე, ახალი ლექსები დამიგროვდა. ეს არის ერთ-ერთი ვრცელი ციკლი, სადაც თავმოყრილია ეპისტოლეები ლექსად, ასევე, სხვა ტიპის ლექსები. ამ კრებულს ჯერ სათაური არა აქვს. მინდა "ეპისტოლეები" დავარქვა, ზოგჯერ სხვა რამეს ვფიქრობ. ეპისტოლეების ცალკე ციკლს მეუღლის ხსოვნას მივუძღვნი", - განაცხადა ალხაზიშვილმა.
ალხაზიშვილის ლექსების კრებული "ჩაბრუნებული მზერა" 2010 წლის აგვისტოში გამოიცა, პოეტმა მასზე მუშაობა ივნისში დაამთავრა.