პოეტი მარიამ წიკლაური ლირიკული ლექსების ციკლზე მუშაობს, როგორც მან "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, კრებულის სახელწოდება "ფხოური საჟამკრო" იქნება.
"ამ ლექსების ციკლზე რამდენიმე თვეს ვმუშაობდი. ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც მოხდა და იმდენად დიდი ემოცია მივიღე, რომ მოკლე დროსი დავწერე. მთლიანი ნაწარმოები სხვადასხვა სალექსო ფორმითაა შესრულებული", - განაცხადა წიკლაურმა.
წიგნს "საუნჯე" გამოსცემს. გაფორმებაზე მხატვარი ნანიკო ბურდული მუშაობს.
წიკლაური საბავშვო ლექსების კრებულზედაც მუშაობს, რომელის სახელწოდებაა "მოგზაურობა ანბანის სამეფოში".
"საბავშვო ლექსების კრებული გამოდის, რომელშიც ძალიან უცნაური თავგადასავალი და ზღაპარია შესული. ბავშვებს ეს წიგნი კითხვის სწავლაში დაეხმარება", - აღნიშნა წიკლაურმა.