პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე „სახალხო ბანკთან" დაკავშირებით ხელისუფლებისგან განმარტებას ითხოვს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ვეფხვაძემ აღნიშნა, ხელისუფლება ვალდებულია განმარტოს რატომ ხდება სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ყველა დახმარების და კრედიტის „სახალხო ბანკის" მიერ გაცემა და მასში მონაწილეობის მიღება სხვა კომერციულ ბანკებს არ შეუძლიათ.
ამასთან, ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერი ხელისუფლებას კიდევ ორ კითხვას უსვავს, კერძოდ 24 მილიონი, რომელიც 30 ლარიანი ვაუჩერებისთვის უნდა გამოიყოს, რატომ არ არის ასახული 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში.
ასევე, „ქრისტიან-დემოკრატების" წევრს აინტერესებს, ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობისთვის ერთჯერადი დახმარებების გაცემა ყოველთვის წინასაარჩევნო პერიოდს რატომ ემთხვევა და ხომ არ არის ეს მოსახლეობის პირდაპირი მოსყიდვა.