გაეროს უმაღლესმა კომისარმა ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში ნევი პილაიმ უშიშროების საბჭოს მისცა რეკომენდაცია, რომ სირიის ხელისუფლების ქმედებები მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ განიხილოს.
მისი თქმით, "მკვლელობებისა და დაკავებულთა წამების რეგულარული და სისტემატიური ხასიათი" მეტყველებს, რომ ქვეყანაში კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენას აქვს ადგილი.
გაეროს უმაღლესი კომისარი დარწმუნებულია, რომ 2011 წლის მარტიდან ქვეყანაში ანტისამთავრობო დემონსტრაციების 5 ათასი მონაწილეა მოკლული. აღნიშნულთან დაკავშირებით, გაეროში სირიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ეს მონაცემები არაობიექტურია.