ხანძარს თბილისში, ლესია უკრაინკას ქუჩაზე, 55 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.
ცეცხლი მშენებარე კორპუსის ქვეშ მდებარე ფიცრულს გაუჩნდა.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ, გარდაცვლილი მამაკაცი დარაჯად მუშაობდა და ხანძრის დროს მან ფიცრულიდან გამოსვლა ვერ მოასწრო.
ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და სახანძრო ბრიგადები. ხანძრის გამომწვევ ზუსტ მიზეზს საგამოძიებო ორგანოები დაადგენენ.