დღეს, 13 დეკემბერს, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის დაარსებიდან 75 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება.
ბათუმის თოჯინების თეატრი, რომელიც ადრე ტიკინების თეატრის სახელით მოიხსენებდნენ, ერთ-ერთი უძველესი თოჯინური თეატრია საქართველოში, რომელიც 1936 წელს დაარსდა. თოჯინური სპექტაკლების დადმის ტრადიცია კი ბათუმში მე-20 საუკუნის 20-იანი წლებიდან იწყება.
13 დეკემბერს ბათუმში ასევე გაიმართება საქართველოს UNIMA-ს დამფუძნებელი კონფერენცია, უკვე ცნობილია, რომ საპატიო თავმჯდომარეებად დასახელდებიან გივი სარჩიმელიძე და რეზო გაბრიაძე.