საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი.
"საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი. საქართველო უნდა იყოს ამ ეკონომიკურ პოლიტიკური გაერთიანების წევრი რამდენიმე წელიწადში. ეს არის გეოპოლიტიკური გადატრიალება საქართველოსთვის, მრავალსაუკუნოვანი იდეის ხორცშესხმა. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და წავიდეთ წინ", - აღნიშნა სააკაშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე.