საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო კალანდაძის განცხადებით, მიმდინარე კვირაში დაგეგმილია პოლიტიკური კონსულტაცია, რომელიც წარიმართება იაპონიიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად. კალანდაძის თქმით, იაპონური დელეგაცია 15 დეკემბერს ეწვევა საქართველოს.
"კონსულტაციები წარიმართება საგარეო საქმეთა სამინისტროში. ეს იქნება კონსულტაციების მეოთხე რაუნდი. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭებთ ამ მოლაპარაკებებს, რადგან იაპონიასთან ბოლო პერიოდში მჭიდრო ურთიერთობები გვაქვს. სურვილი გვაქვს ამ ურთიერთობის გაღრმავების, განსაკუთრებით ეკონომიკურ ჭრილში. 2012 წელს აღინიშნება საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მრგვალი თარიღი და ამის აღნიშვნას საზეიმოდ ვგეგმავთ ორივე ქვეყანა", - განაცხადა კალანდაძემ.