"ქრისტიან-დემოკრატებს" „ქართული ოცნების" შეფასება არადეკვატურად მიაჩნიათ. როგორც ჟურნალისტებთან „ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ აღნიშნა, მისგან როგორც პოლიტიკური ლიდერისგან საზოგადოებრივ-არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძვნების შეფასება არასერიოზული და არაადეკვატური იქნება.
"რაც შეეხება ფილარმონიაში გუშინდელ თავყრილობას, იქ იყვნენ ისეთი ადამიანები, რომელთაც დიდ პატივს ვცემ და ისეთი ადამიანებიც, რომელთა მიმართაც ასეთი გრძნობა არასოდეს მქონია და ეჭვი მეპარება, რომ მომავალშიც შემეცვლება რამე. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ის პოლიტიკური პარტია, რომელიც ჩამოყალიბდება ივანიშვილის ლიდერობით, მისი პოლიტიკური პროგრამა, ამოცანები, მიზნები, გზები და ის ადამიანები, რომლებმაც ეს უნდა შესარულონ. ამის შემდეგ, იქნება ნორმალური, რომ მე როგორც პოლირიკური პარტიის ლიდერმა გავაკეთო შეფასებები და ვიმსჯელო", - აღნიშნა თარგამაძემ.
მისივე თქმით, გუშინ ფილარმონიის ტრიბუნიდან არაფერი განსხვავებული და ახალი არ მოუსმენია.