."ჯი-ეიჩ-ენი". დავით ბაქრაძე ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარემ ისრაელში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია. აღნიშნულის შესახებ დღეს, დავით ბაქრაძესა და ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის საქართველოში, იცხაკ გერბერგის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
იცხაკ გერბერგმა პარლამენტის თავმჯდომარეს ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარის, რუვენ რივლინის წერილი გადასცა, რომლის საფუძველზეც დავით ბაქრაძე ისრაელს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.
ამასთან, მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე და საპარლამენტო თანამშრომლობის განმტკიცებაზეც.
შეგახსნებთ, რომ რამდენიმე თვის წინ დავით ბაქრაძის ვიზიტი ისრაელში იყო დაგეგმილი თუმცა მოგვიანებით გადაიდო. არაოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზად საქართველოში ებრაელი ბიზნესმენების დაკავება სახელდებოდა, რასაც პარლამენტში ოფიცალურად უარყოფდნენ.