პარლამენტის ბიუროს სხომა გადაიდო.როგორც საპროცედურო კომიტეტში განმარტავენ, ბიუროს დღევანდელი სხდომის გადადების მიზეზი საშემოდგომო სესიის ბიუროზე დახურვაა, რომელიც 16 დეკემბერს გაიმართება.
თუმცა, საკანონმდებლო ორგანოში აცხადებენ, წლის ბოლომდე რამდენიმე რიგგარეშე სხდომაა დაგეგმილი.
შეგახსენებთ, რომ რეგლამენტის თანახმად პარლამენტის ბიუროს სხდომები სასესიო პერიოდში იმართება ყოველ ორშაბათს, 15 საათზე, ხოლო არასასესიო პერიოდში - საჭიროებისამებრ.
ამასთან, საშემოდგომო სესიია რეგლამენტის მიხედვით დეკემბრის მესამე პარასკევს პლენარულ სხომაზე იხურება, თუმცა საჭიროებისამებრ შესაძლებელია ბიუროს სხდომაზეც დაიხუროს.