საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" ოფისი 12 დეკემბრიდან მუშაობას შეუდგა. საზოგადოებრივი მოძრაობის ოფისი განთავსებულია ერეკლე მეორის მოედანზე, ანტონ კათალიკოსის ქუჩა # 3/36 -ში. მოქალაქეებს, რომელთაც სურვილი აქვთ დარეგისტრირდნენ საზოგადოებრივი მოძრაობის მხარდამჭერებად, დღეიდან შეეძლებათ "ქართული ოცნების" ოფისში 10.00 საათიდან 18.00 საათამდე გაიარონ რეგისტრაცია.