ანიმაციურ ფილმზე სახელწოდებით "წყალქვეშეთი" მუშაობა დასრულდა, როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სტუდია "მიფასი ფილმის" ხელმძღვანელი ზურაბ დიასამიძემ განუცხადა ფილმის წარმოებაში პროფესიონალებთან ერთად ბათუმის ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამატვრო სასწავლებლის მოზარდები მონაწილეობდნენ.
"ოთხი დღის განმავლობაში გადაღებები ბათუმში მიმდინარეობდა, სულ ანიმაციის მომზადებისთვს 2 კვირა დაგვჭირდა. ფილმი ხარბ მეთევზესა და კეთილ დელფინზეა. ვფიქრობ, მოეწონება ბავშვებს", - განაცხადა ზურაბ დიასამიძემ.
როგორც დიასამიძემ აღნიშნა 2012 წელს დაგეგმილია სასწავლებელში ანიმაციის ჯგუფების გახსნა.