ნიკალას კიდევ ერთი ტილო საქართველოს ფარგლებს გარეთ გაიყიდა. ფიროსმანის "შველი წყლის პირას" ლონდონის "სოტბის" აუქციონზე 500 000 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. როგორც ცნობილია ნახატს გედევანიშვილების ოჯახი კერძო კოლექციაში 30-იანი წლებიდან ინახავდა. ტილო გედევანიშვილებმა თეთრი დუქნიდან შეიძინა. ნამუშევარი დღემდე მათ ოჯახში ინახებოდა. უცნობია ახალი მეპატრონის ვინაობა. რადგან ტილო აუქციონის წესით გაიყიდა.
ქართული მხარე ამის დადგენას ცდილობს და მიაჩნია, რომ ფიროსმანის ორიგინალი ტილოები გაცილებით მაღალი თანხა უნდა ფასდებოდეს.
ტილო სავარაუდოდ კერძო კოლექციონერმა იყიდა.