ოსკაროსანმა კონოვარსკვლავმა სკარლეტ იოჰანსონმა გადაწყვიტა, თავი რეჟისორის ამპლუაში გამოცადოს. მსახიობი ამერიკელი პროზაიკოსის ტრუმენ კეპოტის პირველ რომანს გადაიღებს, რომელიც დაკარგულად მიიჩნეოდა.
წიგნის სახელწოდებაა "საზაფხულო კრუიზი", მოქმედების დრო - გასული საუკუნის შუა ხანები, 1945 წელი. სიუჟეტის მიხედვით, 17 წლის გრეიდი, რომელიც ნიუ-იორკში ცხოვრობს, ქალაქში მარტო რჩება, სანამ მისი მშობლები ევროპაში მოგზაურობენ. ამ დროს, გრეიდი პირველი სიყვარულის მთელ მშვენიერებას აღმოაჩენს.
სცენარს ფილმისთვის ტრისტინ სკაილერი დაწერს, რომელმაც ადრე სილვი პლატის რომანის "მინის ხუფის ქვეშ'' კინოადაპტაცია განახორციელა. სცენარისტი ნიუ-იორკიდან, ასევე გადაღებულია სატელევიზიო სერიალში "კანონი და წესრიგი : "ნაფიცთა სასამართლო"
ფილმ "საზაფხულო კრუიზზე" მუშაობის პარალელურად, იოჰანსონი ითამაშებს ფანტასტიკურ ბოევიკში "შურისმაძიებლები", რომელიც სუპერგმირების გუნდზე მოგვითხრობს. ფილმის გამოსვლა 2012 წელს იგეგმება.