კრისტიან ბეილი უარს აცხადებს, ითამაშოს ნოეს როლი რეჟისორ დარენ არონოფსკის ახალ ფილმში - იუწყება Empire. სავარაუდოდ, მსგავსი გადაწყვეტილება მსახიობმა გადატვირთული გრაფიკის გამო მიიღო.
სულ ახლახან ბეილმა დასრულა მუშაობა ბეტმენის როლზე კრისტოფერ ნოლანის ფილმში "მუქი რაინი: ლეგენდის აღორძინება". უახლოეს მომავალში კრისტიანი გეგმავს ერთდროულად ორ ფილმში ითამაშოს: ტერენს მალიკის "უკანონობა" და " თასების რაინდი".
არონოფსკის ახალი ფილმი იქნება ნოეს კიდობნის ბიბლიური ისტორიის გადმოტანა.
2011 წლის ოქტომბერში გამოაცხადეს, რომ პროექტს დააფინანსებს კომპანიები Paramount და New Regency. ადრე რეჟისორი აცხადებდა, რომ ეკრანიზაციისთვის ნოეს შესახებ ფილმის სცენარის შექმნა საკმაოდ რთულია, ამიტომ არონოფსკიმ გადაწყვიტა, დასაწყისისთვის მის საფუძველზე კომიკსი შექმნას.
ბეილის უარის შემდეგ, ნოეს როლზე მაიკლ ფასბენდერის კანდიდატურა განიხილება.