ნატო გელაშვილის ახალი ალბომი გაზაფხულზე გამოვა. ამის შესახებ მომღერალმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა.
"ვმუშაობ ახალ ალბომზე, რომელიც გაზაფხულზე გამოვა. მასში 9 ახალი სიმღერა შევა, თუმცა დაემატება "მასტერთან" ერთად ჩაწერილი "დეკემბერი" და ის სამი სიმღერა, რომელიც საზოგადოებამ ძალიან შეიყვარა. ალბომის სათაური ჯერ არ ვიცი, იმიტომ რომ ახლა მხოლოდ სიმღერების დამუშავებაზე ვარ", - განაცხადა გელაშვილმა.
მომღერალი ახალი ალბომისთვის დუეტების დამატებასაც არ გამორიცხავს, თუმცა ჯერჯერობით არ იცის, ვისთან ერთად ჩაწერს ახალ სიმღერას.
ახალ ალბომში საზოგადოებისთვის ცნობილი სიმღერები: "ალუბლები", "მადლობა, რომ შემიყვარე" და "აფხაზეთი" შევა.