2011 წლის საუკეთესო რომანის გამოსავლენად ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა განაცხადების მიღება დაასრულა. კონკურსში 19-მდე ნამუშევარია წარმოდგენილი, საიდანაც საუკეთესოს ჟიურის 11 წევრი გამოავლენს.
ჟიურის წევრები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები არიან.
დაჯილდოება 30 დეკემბერს გაიმართება და გამარჯვებული რომანის ავტორი 10 ათას ლარს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ კონკურსი უკვე მეორედ იმართება.