დღს, 9 დეკემბერს, 17.00 საათზე, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის (ცენტრი) ინიციატივით, გაიმართება აზერბაიჯანული ხელით ნაქსოვი ხალიჩებისა და აზერბაიჯანული კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ნივთების გამოფენა.
მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის (ცენტრი) თანამშრომელთა მიერ, ქვემო ქართლის რეგიონში მოძიებულ იქნენ მქსოველი ქალები, რომლებმაც დღემდე შემოინახეს აზერბაიჯანული ხალიჩების ხელით ქსოვის კულტურა და ტექნოლოგია. ცენტრის მიზანი აზერბაიჯანული ტრადიციული უნიკალური ხელით ნაქსოვი ხალიჩების საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ პოპულარიზაციაა.