პარტიების წინასაარჩევნო პროგრამაში ცვლილებები შედის. წინასაარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას და რელიგიური და ეთნიკური დაპირისპრირების მოწოდებას.
საარჩევნო კოდექსში ცვლილებების მიხედვით, საარჩევნო სუბიექტებსა და მათ მხარდამჭერებს უფლება აქვთ გამოვიდნენ მომავალი საქმიანობის პროგრამით.
საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ~საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლის ან დამხობის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის, ეროვნული შუღლისა და მტრობის, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირების მოწოდებას~.
საარჩევნო კოდექსზე მსჯელობას საპარლამენტო კომიტეტები 13 დეკემბერს დაიწყებენ.