წინასაარჩევნოდ, ფასიანი დროის ტარიფი ყველა საარჩევნო პარტიისთვის ერთნაირი იქნება.
საარჩევნო კოდექსში ახალი ცვლილებების მიხედვით, არჩევნების დღემდე 50-ე დღიდან ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების დამტკიცებამდე სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელნი და საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებული არიან დაიცვან შემდეგი პირობები: ტელე- ან რადიოკომპანიების მიერ ერთი დღის განმავლობაში გამოყოფილი ფასიანი დრო არ უნდა არ უნდა აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლის საერთო მოცულობის 15%-ს და არც ერთ საარჩევნო სუბიექტს არ უნდა დაეთმოს ამ დროის 1/3-ზე მეტი. ფასიანი დროის ტარიფი ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის ერთნაირი უნდა იყოს - როგორც კვალიფიციური ისე არაკვალიფიციური სუბიექტისთვის.
საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, რომ საჯარო მედია "უნდა უზრუნველყოფდეს პარტიებსა და კანდიდატებს არჩევნებში თანასწორი წვდომითა და სამართლიანი მოპყრობით".
შეგახსენებთ, რომ "საარჩევნო კოდექსთან" დაკავშირებით ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა, სავარუდოდ, 17 დეკემბერს იქნება ცნობილი.