მარჯანიშვილის თეატრში ლევან წულაძემ მაკედონიის ნაციონალური დასის მონაწილეობით სპექტაკლი "ფიგაროს ქორწინება" დადგა. ორმოქმედებიანი კომედია ტიტრების თანხლებით მიმდინარეობდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენისთვის" გახდა ცნობილი, მაკედონიის თეატრთან თანამშრომლობას რეჟისორი მომავალშიც გეგმავს.
"ძალიან დიდი ბენდიერება იყო მათთან მუშაობა. ისინი ჩამოვიდნენ, როგორც ჩემი ძველი მეგობრები და მიხარია, რომ ქართველ მაყურებელს შეხვდნენ. მათთან თანამშრომლობას მომავალში აუცილებლად ვგეგმავ", - განაცხადა წულაძემ.
ცნობისთვის, წარმოდგენა ახმეტელის თეატრში დაიდგა.
სპექტაკლის - "ფიგაროს ქორწინება" პრემიერა მაკედონიაში "ოჰრიდის ზაფხულის ფესტივალზე" უკვე შედგა.