გერმანელი საერთაშორისო ექსპერტი, გერმანიის საბჭოს საგარეო პოლიტიკისა და დსთ-ს ქვეყნების პროგრამების დირექტორი ალექსანდრე რარი აცხადებს, რომ საქართველოს ოპოზიცია ვადამდალ საპრეზიდენტო არჩევნებში წაგებას იწვნევს.
"არამგონია ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვებისათვის ძალები ეყოს. საქართველოში არსებული ოპოზიციური ძალები არ არიან მზად არჩევნებისათვის და მათ ერთი, აშკარად გამოკვეთილი ლიდერი არა ჰყავთ", _ აცხადებს გერმანელი პოლიტოლოგი.
მისივე თქმით, საქართველოში გამართული საპრეზიდენტო არჩევენვის დროს სახელისუფლებო კანდიდატის სასარგებლოდ მთელი ადნისტრაციული რესურსი ამუშავდება.
"ის რაც დღეს საქართველოში ხდება ახალ რევოლუციას არ ჰგავს, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ამჟამად არსებული სიტუაცია დაამშვიდა, მაგრამ მისთვის დასავლეთთან უთანხმოებაში შესვლა რათქმაუნდა არ შეიძლება. აშშ-და ევროკავშირიც ხომ მას უჭერენ მხარს", _ დასძენს ექსპერტი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში 5 იანვარს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტის პოსტზე 7 ადამიანი იყრის კენჭს _ მიხეილ სააკაშვილი, ლევან გაჩეჩილაძე, შალვა ნათელაშვილი, დავით გამყრელიძე, ირინა სარიშვილი, გიორგი მაისაშვილი და არკადი პატარკაციშვილი.