"იუმორინა 2011"-ზე კახეთის კოლორიტი გეგე სულხანიშვილი მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "იუმორინას" დამფუძნებელმა ჯემალ ბაღაშვილმა განუცხადა.
"წელს კონცერტზე რამდენიმე სიურპრიზი იქნება, მასში მონაწილეობას მიიღებენ, ძირითადად, ცნობილი ადამიანები, თუმცა "იუმორინას" კონცერტზე კახეტის კოლორიტის, გეგე სულხანიშვილის სასცენო დებიუტი შედგება", - განაცხადა ბაღაშვილმა.
სულხანიშვილი მებაღე-მევენახეა. მას მეექვსე ცოლი ჰყავს და ხალისიანი იუმორი აქვს.
"იუმორინა" თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში 27 დეკემბერს გაიმართება.