პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე და საერთო სახალხო მოძრაობის წევრები თინა ხიდაშელი, გია ცაგარეიშვილი და გია თორთლაძე კომპოზიტორთა სახლში კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
არჩევებამდე ერთი დღით ადრე კომპოზიტორებმა, მხატვრებმა და მსახიობებმა პრეზიდენტობის კანდიდატს კულტურის სფეროში არსებული პრობლემები გააცნეს.
"ბოლო პერიოდში მთლიანად განადგურდა ქართული კულტურა. პოლიტიკაში შეიძლება ბევრი რამ მალე გამოსწორდეს, მაგრამ ის, რაც ქართულ კულტურაში ხდება ამის გამოსწორებას ათეულობით წელი დაჭირდება. მინისტრი გაბაშვილი კულტურას კი არ ემსახურება, არამედ სიძულვილს თესს. იქნებ 5 იანვარს როგორმე დაადგეს საშველი კულტურის სფეროს და ქვეყანაში არსებულ უმძიმეს მდოგმარეობას", - განაცხადა შეხვედრაზე მყოფმა გიგა ლორთქიფანიძემ.
ლევან გაჩეჩილაძე კი კულტურის სფეროს წარმომადგენლებს მათი პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა და კომპოზიტორებს სააკაშვილის პოლიტიკური გედის სიმღერის დაწერა ურჩია.
"ამ ქვეყანაში ადამიანებს არანაირი დაფასება არ აქვთ. ეს არის მიმზანიმიმართული ბრძოლა ყველაფერი ქართულის წინააღმდეგ. ყველა ის პრობლემა, რომელიც უკავშირდება კომპოზიტორთა სახლს, მწერალთა კავშირის შენობას, სამხატვრო სალონსა თუ სხვა დაწესებულებებს გამოძიებული იქნება და სათანადოდ დაისჯებიან დამნაშავეები. ამისთვის კი საჭიროა ჩვენი ამარჯვება. აქვე აღვნიშნავ რომ ხვალ იეგეგმება გაყალბებული ეგზიტპოლები და სააკაშვილის გუნდი ხვალვე გეგმავს გამარჯვების ზეიმს. ჩვენ ბრძოლას არ შევწყვეტთ. თქვენი და საზოგადეობისთვის საყვარელი ადამიანების 5 იანვრის შემეგაც მნიშვნელოვანია. კომპოზიტორებს გირჩევთ რომ რაც შეიძლება მალე დაწეროთ სააკაშვილის პოლიტიკური გედის სიმღერა", - მიმართა კულტურის სფეროს წარმომადგენლებს ლევან გაჩეჩილაძემ.