დღეს, 8 დეკემბერს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში გაიმართება თვითნასწავლი მხატვრის დალი ხაჭაპურიძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრიდან აცნობეს, გამოფენაზე გამოიფინება ქვილთი, ბატიკა, ფერწერა და ქარგულობა.
დალი ხაჭაპურიძემ, პროფესიით ქიმიკოსმა, 62 წლისამ დაიწყო სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში მოღვაწეობა და მიზანდასახულობითა და ხელსაქმის დიდი ცოდნით შექმნა საინტერესო ნიმუშები ხელოვნების სხვადასხვა ჟანრში.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება დალი ხაჭაპურიძის ნამუშევართა 60 ექსპონატი.
გამოფენა გაიხსნება 19:00 საათზე და გაგრძელდება 15 დეკემბრამდე.