"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერები მარსელში შეხვედრებს მართავენ. გიორგი თარგამაძემ და მაგდა ანიკაშივლმა ამერიკის რესპულიკური ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტთან და ევროპის რეგიონის დირექტორთან შეხვედრისას საქარველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, წინასაარჩევნო პრობლემები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს რესპუბლიკურ ინსტიტუტსა და "ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას" შორის მომავალი თანამშრომლობის გეგმებზე.
საფრანგეთში ქდმ-ს ლიდერებმა შეხვედრა გამართეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარტნიორი პარტიების, ასევე ჩილეს ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკური ძალის - "ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის" ხელმძღვანელთან.
ქდმ-ს დელეგაცია, რომელშიც პარტიის ლიდერები - გიორგი თარგამაძე, მაგდა ანიკაშვილი და გიორგი რუხაძე შედიან, საფრანგეთის ქალაქ მარსელში ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაში მონაწილეობენ. ყრილობას საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი მასპინძლობს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ევროპის სახალხო პაარტიის მცირე და საშუალო ბიზნესიის ასოციაციის პრეზიდენტთან, ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან და სხვა მნიშვნელოვანი გარეთიანებების ლიდერებთან. "ქრისტიან-დემოკრატები" თბილისში 9 დეკემბერს დაბრუნდებიან.