ევროპის საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელმა მათიას იორშმა პრეზიდენტობის კანდიდატებნთან შეხვედრის შემდეგ პრესასთან საუბარში იმედი გამოთქვა რომ 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები ობიექტურად ჩატარდება.
"ჩვენ კარგად გვესმის, რომ საქართველოში პოლიტიკურად რთული ვითარებაა. ანალოგიური მდგომარეობა იყო უნგრეთშიც, მაგრამ პოლიტიკური კრიზისის დაძლევა სამართლიანი არჩევნების გზით შევძელით. დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოშიც ობიექტური სამართლიანი არჩევნები ჩატარდება და ღირსეული გაიმარჯვებს" - განაცხადა მათიას იორშმა. მისივე თქმით, საერთაშორისო დამკვირევებელთა დაკსვნები კვირას გახდება ცნობილი.