2008 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოს ახალი კანონი "დიპლომატიური სამსახურის შესახებ", რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო 2007 წლის 7 დეკემბერს. ეს გახლავთ რიგით მეორე კანონი "დიპლომატიური სამსახურის შესახებ". პირველი მიღებულ იქნა 1999 წელს.
"დიპლომატიური სამსახურის შესახებ" საქართველოს ახალი კანონის შესაბამისად, სრულყოფილია საქართველოში დიპლომატიური სამსახურის გავლასთან დაკავშირებული ურთიერთობები და ისინი შესაბამისობაშია არსებულ საერთაშორისო დიპლომატიურ პრაქტიკასთან.
,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი დეტალურად განსაზღვრავს დიპლომატიური სამსახურის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს, იმ პრინციპებსა და ფასეულობებს, რომლებსაც ემყარება დიპლომატიური სამსახური, ადგენს დიპლომატიური სამსახურის ორგანიზების სამართლებრივი საფუძვლებსა და დიპლომატიური სამსახურის გავლის პროცედურას.