უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გოკა გაბაშვილის შეფასებით, "მაესტროს" მფლობელებმა და მმართველებმა ჟურნალისტებს იმდენი პატივი სცენ, რომ ღობეებზე ძრომიალისა და წივილ-კივილის გარეშე გაარკვიონ სადავო საკითხები.
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გაბაშვილმა განაცხადა, რომ პარადოქსული სიტუაცია ჩამოყალიბდა, რომ რაც ხდება მათი კოლეგები მმართველი გუნდის ბოროტ კვალს ხედავს.
"ჯერ იყო და პირდაპირ ეთერში ვუყურებთ, აშკარად, წილების გაყოფას, რომელსაც აქვს ღობეებზე გადახტომით და Dდაძაბული სახეებით ურთიერთლანძღვის სახე. მფლობელებსა და მმართველებს შორის დაპირისპირება მიმდინარეობს ფულზე, დაფინანსებასა და წილებზე. ამაშიც, თურმე, ჩვენი ბოროტი ზრახვა არის, რომ რამდენიმე კერძო პირის წილი ვერ გაუყვია ისე, რომ ოდნვაც პოლიტიკური პათეტიკა არ შესწირონ. ამას არანაირი პოლიტიკური პათეტიკა უნდა, დასხდნენ წყნარად და მოილაპარაკონ ვის რამდენი უნდა, ვინ რამდენი დახარჯა და ვინ რამდენი გაიტანა", - განაცხადა გაბაშვილმა.
დეპუტატის თქმით, ასევე, მათ უნდა გაარკვიონ რომელ ქართულ პარტიას რომელი ქართული ოცნების ვალი აქვს და რომელ ქართულ ოცნებას ეკუთვნის ქართული პარტიის მიერ წინა დახარჯული ფულის მეოთხედი.
"ამაში არაფერ შუაში არ ვართ. დასხდნენ და ჟურნალისტებს ვინც მათ ტეკლევიზიაში მუშაობენ იმდენი პატივი სცენ, რომ მართლაც ღობეებზე ძრომიალისა და წივილ კივილის გარეშე გაარკვიონ ვის აქვს კოლოსარული ხელფასი და ვის აქვს ნაკლები", - განაცხადა გაბაშვილმა.