საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, მანანა მანჯგალაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენების დროს ადგილი ექნება რაიმე ექსცესს პასუხისმგებლობა მთლაინად რუსეთის საოკუპაციო ძალებს და პუტინის რეჟიმს დაეკისრება.
"ის მოვლენები, რომელსაც ადგილი აქვს ცხინვალის რეგიონში, სადაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არის გამოდევნილი, ხოლო დარჩენილი მცირერიცხოვანი მოსახლეობა უბრალოდ მძევლად იქცა საოკუპაციო რეჟიმის ხელში, იმედს ვიტოვებთ, რომ რაიმე ექსცესში არ გადაიზრდება, მაგრამ აქვე ვაცხადებ რომ თუ იქ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს შეექმნებათ პრობლემა ან მოხდება რაიმე სახის ზეწოლა მათზე, მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალებსა და პუტინის რეჟიმს", - განაცხადა მანჯგალაძემ.