საქართველოს პრეზიდენტის ადმინსიტრაცია რუსეთში გამართულ ფედერალურ საპარლამენტო არჩევნებს არ აფასებს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯაგლაძემ განაცხადა, არჩევნების შეფასება იმ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების საქმეა, რომლებიც მონიტორინგს უწევენ საარჩევნო პროცესს.
"ჩვენ არ ვაპირებთ შევაფასოთ რუსეთში გამართული არჩევნები, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ აუცილებლად, რომ და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე ტარდება უკანონო არჩევნები, რაც ყოველგვარი სართაშორისო სამართლებრივი ნორმების დარღვევაა და ეს უკანონობა ხორციელდება არა მარტო საქრათველოს ოკუპირებულ რეგიონებზე არამედ დნესტრისპირეთში", - განაცხადა მანჯგალაძემ.