ფრაქცია "ერთობა სამართლიანობის" წევრმა დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ "ქრისტიან-დემოკრატებს~ მოუწოდა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გონს მოეგონ და მხარი არ დაუჭირონ.
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ლოთქიფანიძემ განაცხადა, რომ სამწუხაროა, როდესაც დეპუტატების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებულ ინიციატორებს შორის მთელი საპარლამენტო უმცირესობაა.
ლორთქიფანიძემ "ქრისტიან-დემოკრატებს" მიმართა იზიარებენ თუ არა იმ მორალურ პოლიტიკურ-სამართლებრივ ტვირთს, რაც "პრეზიდენტმა სააკაშვილმა პირდაპირ აჰკიდათ".
"პრეზიდენტმა თქვა, რომ იგი ერთგული რჩება რეფერენდუმის შედეგების და 2005 წელს სწორედ რეფრენდუმზე დაყრდნობით მოახდინა საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება და რომ არა ოპოზიციის ერთი ნაწილის დაჟინებული მოთხოვნა, მხარს არ დაუჭირდა დეპუტატთა რაოდენობის გაზრდას. სანამ დროა, გონს მოეგეთ, რადგან ძალიან დიდია ის ტვირთი პასუმისმგებლობისა, რომელსაც საზოგდოება თქვენ გაკისრებთ" - მიმართა ლორთქიფანიძემ საპარლამენტო უმცირესობას.