"ევროპელი დემოკრატების~ ლიდერი პაატა დავითაია ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას მოუწოდებს დაბრუნდნენ საქართველოს შემადგენლობაში.
დავითაიამ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ცხინვალში მიმდინარე მოვლენებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან არავინ ზრუნავს მათ დამოუკიდებლობაზე და რეგიონის განვითარებაზე.
,,თუ მათ საერთოდ სურთ, მომავალში მათი ხმა ვინმემ გაიგოს, რომ იცოდნენ როგორ განვითარდება მათი ახლობლების ცხოვრების პირობები, ერთი გამოსავალი აქვთ გონს მოეგონ! თუ სურთ მათ, რომ აყვავდნენ და ისე იცხოვრონ, როგორც დღეს ვითარდება საქართველო, მოვუწოდებ და თხოვნით მივმართავ, მიიღონ გადაწყვეტილება - მათი განვითარება, მათი გამოსავალი საქართველოსთან თანაცხოვრებაშია. ყველა ქართველი მზად იქნება ისინი ჩაიხუტოს და მზად იქნება იმისათვის, რომ მაქსიმალური უფლებები მისცეს მათ", - განაცხადა პაატა დავითაიამ.