თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოს შედეგად თოვლისაგან მთლიანად გაიწმინდა აღნიშნული მონაკვეთი და აქ ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია.